გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის პროცესზე ბრალდების მხარის 4 მოწმე გამოიკითხა.მოსამართლი გადაწყვეტილებით სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა .
კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, დღეს გამოკითხულმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმმა გასული წლის 16 დეკემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხეს. მორიგი სასამართლო პროცესი 3 მაისს ჩაინიშნა, სადაც დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.









