რუსთავის ვახტან გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია ჩატარდა.

ტაძრის გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა შესრულდა. სასულიერო პირებმა, ტაძრის მსახურებმა და მრევლმა ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით აღდგომის საგალობელი იგალობეს.

სააღდგომო მსახურება 23:00-ზე დაიწყო და გამთენიისას დასრულდა .