კოსტავას ქუჩაზე მაღალი ძაბვის სადენები აფეთქდა (+ფოტო)

კოსტავას ქუჩაზე ბორდიურის ქვეშ გამავალი მაღალი ძაბვის კაბელი აფეთქდა.

კაბელის დაზიანების შედეგად მცირედით დაზიანდა იქვე მდგარი ჰონდას მარკის მსუბუქი ავტომიბილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, კომპანია ენერგო პრო ჯორჯიამ 6000 ვოლტის მაღალი ძაბვის კაბელი დაახლოებით სამი წლის წინ გაიყვანა,რომელიც იქვე არსებულ ფიდერს უკავშირდება.