სტუდენტი უნივერსიტეტის ეზოში ცეცხსასროლი იარაღით დაჭრეს

თელავში ახალგაზრდა ცეცხსასროლი იარაღით დაჭრეს . შემთხვევა იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მოხდა.
არსებული ინფორმაციით დაჭრილია ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი.
შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 117-ე მუხლით დაიწყო, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.