მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრავმა თეთრმა მიკროავტობუსებმა მუშაობა შეწყვიტეს

მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრავმა თეთრი ფერის მიკროავტობუსებმა მოძრაობა შეწყვიტეს. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წევრმა ლავრენტი ალანიამ , ტვ4–ს განუცხადა,რომ თეთრი მიკროავტობუსების მძღოლებს საშეღავათო ვადა ამოეწურათ. კომპანიის პირობების მიხედვით მათ უნდა შეწყვიტონ საკუთარი მიკროავტობუსებით მოძრაობა და კომპანია “ინტერტრანსის” კუთვნილებაში მყოფი მიკროავტობუსებით განაგრძონ მუშაობა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომპანია “ინტერტნრანსმა” ოფიციალური განცხადება გაავრცელა , რომლის მიხედვითაც რუსთავიდან მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრავ მარშრუტზე მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესს იწყებს.

„ინტერტრანსი“ სამუშაოდ იწვევს მძღოლებს და კომპანიის კუთვნილ მიკროავტობუსებზე დასაქმებას სთავაზობს. მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი ეტაპობრივად, „ინტერტრანსის“ ყველა სამარშუტო ხაზს მოიცავს“, – აცხადებენ კომპანიაში და აღნიშნავენ, რომ მიკროავტობუსების შეცვლის პროცესი არ გამოიწვევს მძღოლებისთვის დაწესებული ტარიფის ზრდას, ისინი გასული წლის ამ სეზონზე მოქმედი ტარიფით იმოძრავებენ და ზუტად იმ ოდენობის გადასახადს გადაიხდიან, რომელიც შარშან მოქმედებდა.
ტვ4 აგძელებს თემაზე მოშაობას და მძღოლების პოზიციას, მოგვიანებით გაგაცნობთ.