მე–19 მიკრორაიონში მე–12 ბინაში, სადარბაზოში წყლის მილი გასკდა.არსებული ინფორმაციით წყლის მილის ჩამკეტი მექანიკურად , ბავშვების მიერ დაზიანდა. მიუხედავად იმისა რომ აღნიშნული დაზიაანება კომპანია „რუსთავწყალის“ საქმიანობას არ უკავშირდება , ადგილზე კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და პრობლემის ლოკალიზება მოახდინეს. მე–12 ბინის მცხოვრებლებს ამ ეტაპზე წყლის და ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდათ. კორპუსის თავმჯდომარის ინფორმაციით , უცნობია რა გახდა მილის დაზიანების გამომწვევი ზუსტი მიზეზი და როდის მოგვარდება პრობლემა.