საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთავში ცენტრალურ ქუჩებზე გზა გადაკეტეს

რუსთავში,ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობაზე მიმდინარე სამუშაოებს ადგილობრივებმა ხელი შეუშალეს და გზა გადაკეტეს . საპროტესტო აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ფეხით მსვლელობას მართავენ , რის გამოც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა შეზღუდულია . გზების გადაკეტვას აქციის წევრებსა და მძღოლებს შორის შელაპარაკება მოჰყვა . აქციის მონაწილეებმა ნაწილობრივ გადაკეტეს ახალი და ძველი რუსთავის დამაკავშირებელ ხიდი.რუსთაველები ფეხით მსვლელობას იუსტიციის სახლის მიმართულებით აგრძელებენ .
აქციაში ჭყონდიდელის დასახლების მცხოვრებლები და სამოქალაქო აქტივისტები მონაწილეობენ.ისინი ჭყონდიდელის დასახლებაში ციხეების მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ .