ავტოსაგზაო შემთხვევა ორთაჭალაში მსხვერპლით დასრულდა . გორგასლის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილის მძღომა საჭე ვერ დაიმორჩილა , გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.
მომხდარის შედეგად, ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. მანქანაში მჯდომი სამი მგზავრი კი დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.