ბარსელონაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ისინი ძარცვის ბრალდებით დააკავეს.
მამაკაცები ძარცვის 22 სხვადასხვა შემთხვევაში არიან ეჭვმიტანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ყველა შემთხვევა სარია-სანტ გერვასის რაიონში მოხდა და ხელწერით ერთმანეთს ემთხვევა. კერძოდ, მძარცველები სამიზნედ ირჩევდნენ ისეთ ობიექტებს, რომელსაც შუშის ავტომატიზებული კარი აქვთ და შესაღწევად მინიმალური ძალისხმევაა საჭირო.
მათ სილამაზის სალონები, საცხობები, ესთეტიკური ცენტრები, რესტორნები, აფთიაქები და წიგნის მაღაზიები გაქურდეს.
სამივე დაკავებული, სასამართლოს წინაშე წარდგა, რის შემდეგაც გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.