აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა დღეს, 18:00 საათამდე შეეძლებათ.
საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა, აბიტურიენტებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში, დაახლოებით 17 500 მსურველი დარეგისტრირდა, რაც საერთო რაოდენობის 30%-ზე მეტია.