რუსთაველი სპორტსმენი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

რუსთაველმა სპორტსმენმა ბექა გურულმა რუმინეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა. ბერძნულ- რომაული სტილით ჭიდაობაში ჩემპიონი 82 წონით კატეგორიაში გახდა. ბულგარელ მეტოქესთან დაძაბული ორთაბრძოლა გურულმა გამარჯვებით დაასრულა. ტურნირი წარმატებული აღმოჩნდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის, ქართველებმა ჯამში 8 მედალი და გუნდური პირველობა მოიპოვეს. 5 ოქრო და 3 ბრინჯაო – ამ შედეგით დაასრულა ასპარეზობა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ახალგაზრდული ნაკრებმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ “დუმიტრუ პირვულესკუს და ვასილე იორგას” სახელობის ტურნირზე.