გარდაბანში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით კონცერტი იმართება (+ფოტო)

გარდაბნის მუნიციპალიტეტში სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით კონცერტი მიმდინარეობს. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებთან ერთად ესწრებიან. კონცერტი ლაშა ღლონტმა გახსნა ანსამბლ ალილოსთან ერთად.

ღონისძიებას თანამედროვე ეთნო-ფოლკის, რეგის, პოპ და როკ ჟანრის მუსიკის შემსრულებელი ჯგუფი ,,არგო’’ დაასრულებს.