გიორგი ჭანტურიამ პოლიციის შენობა დატოვა

გენერალ, სოსო ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულმა, გიორგი ჭანტურიამ, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა. მას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა. უწყების ინფორმაციით, რუსთავში, ე.წ. „სტამბოლის ბაზრობის“ დირექტორის, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის მიერ ხორციელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებებისას დაკავებულ გ.ჭ.-ს, რომლის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა საბრძოლო მასალა-ვაზნები ამოიღეს, პოლიციამ სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დააკავა, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ამ ეტაპზე, გ.ჭ.-ს ბრალი არ წარედგინა და მან უკვე დატოვა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა.

გიორგი ჭანტურიას ადვოკატის, ანა კეკენაძის ინფორმაციით, გიორგი ჭანტურიასთვის შეფარდებული წინასწარი პადიმრობის ვადა ამოიწურა და მან პოლიციის შენობა გირაოს სანაცვლოდ დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მუშაობას ბრალდებულის იდენტიფიცირებისთვის.