გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ჭიათურა-საჩხერის გზაზე, მეწყერი ჩამოწვა.

ირკვევა, რომ მეწყერმა ჩაკეტა ადგილზე არსებული მცირე ზომის მდინარე, რამაც წყლის დაგუბება წარმოშვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მაშველები და გეოლოგები მუშაობენ.

დასახლებული პუნქტი შემთხვევის ადგილიდან 2 კილომეტრშია.