დაცული ტერიტორიების სააგენტო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსს. გაცხადება ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, „ნინოსხევის ჩანჩქერის” მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხება.
“დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადება
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, „ნინოსხევის ჩანჩქერის” მარშრუტზე ადიდებულია მდინარე და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ლაგოდეხის ადმინისტრაცია აღნიშნულის შესახებ აფრთხილებს ყველა ვიზიტორს და ალტერნატიული ტურისტული ბილიკებით სარგებლობის შესაძლებლობას სთავაზობს.
ვიზიტორთა ქცევის წესების დარღვევა, რაც აღნიშნული მითითებების გაუთვალისწინებლობასა და თვითნებურ ქმდებაში გამოიხატა, დღეს, „ნინოსხევის ჩანჩქერის” მარშრუტზე უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა.
დაცული ტერიტორიების სააგენტო გაფრთხილებთ, დაემორჩილოთ სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების მითითებებს და მკაცრად დაიცვათ ვიზიტორთა ქცევის წესები.”-ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ ექსკურსიის დროს 16 წლის გოგონა მდინარეში გადავარდა. გოგონა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს.