3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა.
აღნიშნული დღე გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხთა ორგანიზაციამ, “იუნესკომ” 1991წელს დააწესა.
გაერო-ს გენერალური ანსამბლეის გადაწყვეტილებით, ყველა ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას და პატივი სცეს გამოხატვის თავისუფლებას, რაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით არის გარანტირებული.
„ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, ასევე თავისი მოსაზრება ზეპირი, წერილობითი და სხვა ფორმით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია“,-აღნიშნულია საქართველოს კონსტიტუციაში.