კომპანია “ინტერტრანსი” მგზავრების გადაადგილებას კვლავ შეფერხებით განაგრძობს

მგზავრები თბილისიდან რუსთავში ვერ ბრუნდებიან.
სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპანია “ინტერტრანსის” მიკროავტობუსები შეფერხებით მუშაობენ. მგზავრებს რუსთავში დასაბრუნებლად დაახლოებით 25-30 წუთი უწევთ მიკროავტობუსების ლოდინი. 
გადაადგილების პრობლემებს მგზავრები მიკროავტობუსების გასვლის დროებს შორის ხანგრძლივ მონაკვეთს უკავშირებენ​.