პედაგოგების ხელფასი საქართველოში საშუალო ხელფასზე მცირეა-მამუკა ბახტაძე

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში სემინარი „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გაიხსნა.
ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

მისი განცხადებით პედაგოგის ხელფასი საქართველოში, საშუალო ხელფასზე მცირეა და ეს ძალიან მძიმე მოცემულობაა.

“პედაგოგების ხელფასი საქართველოში საშუალო ხელფასზე მცირეა და ეს ძალიან მძიმე მოცემულობაა. მოგეხსენებათ, ამ დღეებში საქართველოს პარლამენტში განიხილება ჩემი ინიციატივა ეროვნული იდეის, განათლების რეფორმის შესახებ, რომლის თანახმადაც ჩვენ, ჩვენი მთიანი შიდა პროდუქტის 6%-ს, ანუ ბიუჯეტის მეოთხედს ყოველთვის მივმართავთ განათლებისკენ. ეს შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ნებისმიერი მთავრობისთვის ვალდებულება იქნება. ერთ-ერთი მიზანი, ბუნებრივია, ის არის, რომ პედაგოგი, როგორც პროფესია, საქართველოში დაფასებული და პრესტიჟული იყოს. ღრმად მწამს, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში, სადაც პედაგოგის და მასწავლებლის როლი არ არის შესაბამისად დაფასებული, ასეთ სახელმწიფოს 21-ე საუკუნეში არათუ მომავალი არ ექნება, არამედ, მან შეიძლება, თავისი წარსული და ფასეულობებიც დაკარგოს. შესაბამისად, მინდა, თითოეულ თქვენგანს მივმართო და ვთხოვო, რომ ეს არის ეროვნული იდეა, რომლის გარშემოც საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა გავერთიანდეთ. “ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.