როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 14 მაისამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ეს უმეტესად მოსალოდნელია ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში.

ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში გაზაფხულის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.