რუსთავის მერიაში 25 ადამიანი ტრენინგ–კურსს 1 თვის განმავლობაში გაივლის.
ლექცია–სემინარები ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით ჩატარდება და მიზანი მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობაა.
ტრენინგს ლევან შუბითიძე ჩაატარებს. ტრენინგის მონაწილეები საზოგადოებასთან ურთიერთობების (PR) საფუძვლებს შეისწავლიან.