რუსთავში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ(+ფოტო)

რუსთავში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქალაქის მერი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ. 
მათ გრანელის, ჩაპაევის და ჩეხოვის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს. 

გრანელის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების ფასადები რეაბილიტირდება.  

ჩაპაევის ქუჩაზე  გზის სარეაბილიტაციო  სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე ეწყობა საფეხბურთო მოედანი. 

ჩეხოვის ქუჩაზე გზის საფარი უკვე დაიგო და დასრულების ფაზაშია.