საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსის დოდო გვაზავას განცხადებით, 8-9 მაისს აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი და ზოგიერთ რეგიონში სეტყვა.
ასევე მოსალოდნელია ქარის გაძლიერებაც.
8-9 მაისს ჰაერის ტემპერატურა მიაღწევს 28-29 გრადუსს, თუმცა 10 მაისს ტემპერატურა დაეცემა და ჰაერის მაქსიმალური ნიშნული 20-23 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება ქვემო ქართლის რეგიონს, 10 მაისს ტემპერატურა დაიკლებს. ღამის საათებში მოსალოდნელია უხვი ნალექი.12 მაისიდან დროებით გამოიდარებს.