შსს-მ ქურდობის მცდელობის ფაქტზე ორი არასრუწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ქურდობის მცდელობის ფაქტზე ორი არასრუწლოვანი დააკავა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნები – 2001 წელს დაბადებული გ.ქ. და 2002 წელს დაბადებული ნ.მ., ქურდობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ტექნიკის მაღაზიის შუშის კარი ჩაამსხვრიეს და მაღაზიაში უკანონოდ შეაღწიეს.
შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მისულმა სამართალდამცველებმა არასრულწლოვნები იმ დროს დააკავეს, როდესაც მაღაზიაში, სტენდებზე განთავსებული ძვირადღირებული მობილური ტელეფონების მოპარვას ცდილობდნენ.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.”-ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.