რუსთავის 2019 წლის ბიუჯეტი გაიზარდა

რუსთავის 2019 წლის ბიუჯეტი 61 246 400 ლარამდე გაიზარდა-ამის შესახებ საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი.

ბიუჯეტში შესული ცვლილებები ინფრასტრუქტურული პროექტების ტენდერებიდან გამოთავისუფლებული ეკონომიებით გაიზარდა. როგორც კომისიის სხდომაზე იმსჯელეს განთავისუფლებული თანხები მიმდინარე წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და მათ ინსპექტირებაზე გადანაწილდება. აღნიშნული საკითხი კომისიის წევრებმა შემდეგი განხილვისთვის ბიუროს სხდომაზე გაიტანეს. დღესვე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე 2019 წლის პირველი კვარტლის ანგარიში მოისმინეს.