ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2018 წლის ანგარიში წარადგინა და 43 ყველაზე ღია საჯარო დაწესებულება დააჯილდოვა. 100 %–იანი მაჩვენებელი სულ 42 საჯარო დაწესებულებას აქვს და მათ სიგელები გადაეცათ.
IDFI-ის მიერ ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად იუსტიციის სამინისტროს სისტემა შეფასდა. 2018 წელს იუსტიციის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალ უწყებებს (11 სსიპ-ი) სულ გაეგზავნათ 345 მოთხოვნა, საიდანაც 316 მოთხოვნა უპასუხოდ იქნა დატოვებული. იუსტიციის სამინისტრომ 26 მოთხოვნიდან 25 უპასუხოდ დატოვა და მისმა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელმა მხოლოდ 3.85% შეადგინა.