საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები 600-ლარიან ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ.
შესაბამისი განკარგულება მამუკა ბახტაძემ გამოსცა. თანხის გაცემას რეგიონებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, უწყების განცხადებით 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, 600 ლარის ოდენობით ფულად დახმარებას საქართველოს რეგიონებში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის 300 ვეტერანი მიღებს.
ასევე 300 ლარია გათვალისწინებული ომში დაღუპლთა ოჯახის 209 წევრისთვის . ოჯახის წევრის ერთჯერადი დახმარება მხოლოდ ომში დაღუპული პირის მეუღლეზე ან ბავშვობიდან შშმ პირ შვილზე გაიცემა , ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არიან რეგისტრირებულნი. ომის ვეტერანების გარდა, პირად ანგარიშზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება მეორე მსოფლიო ომში მარჩენალდაკარგულ პირებსაც ჩაერიცხათ.
მთავარი ყველა საქართველო მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები 600-ლარიან ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ