საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვისას, საკრებულოს თავმჯდომარის რეპლიკას, რომელიც ყოფილი გუბერნატორს ეხებოდა, ნაციონალური მოძრაობის პროტესტი მოყვა, ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.
საკრებულოს წევრის ალეკო ბერიძის თქმით, ლევან ონიანმა უდანაშაულობის პრეზუმცია დაარღვია, როდესაც ყოფილ გუბერნატორ დავით კირკიტაძეს დამნაშავე უწოდა.