მამუკა ბახტაძის პარლამენტში გამოსვლა გადაიდო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის პარლამენტში გამოსვლა გადაიდო.

აღნიშნულის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, არსებულ ვითარებაში შეუძლებელი იქნება სამთავრობო პროგრამის სათანადო განხილვის ჩატარება.

პრემიერის პარლამენტში გამოსვლის თარიღზე მსჯელობენ. არ არის გამორიცხული მამუკა ბახტაძეს რიგგარეშე სხდომაზე მოუსმინონ.