პენიტენციური დაწესებულების წინააღმდეგ ბრძოლა სასამართლოში გაგრძელდება

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში მშენებარე პენიტენციური დაწესებულების წინააღმდეგ ბრძოლა სასამართლოში გაგრძელდება.

მოსარჩელე მხარე ქალაქ რუსთავში ჭყონდიდელის დასახლებაში რეგისტრირებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები არიან, მოპასუხე კი – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

ჭყონდიდელის დასახლებაში მცხოვრები ადამიანების უფლებებს სასამართლოში იურისტი ნიკოლოზ გრიგალაშვილი დაიცავს, რომელმაც სარჩელი თავად მოამზადა .