რუსთავის მუნიციპალიტეტი ევროპის ენერგეტიკის კვირეულს უერთდება და მდგრადი ენერგეტიკის დღეს „დაზოგე ენერგია და დააზღვიე შენი ჯანმრთელობა“ აღნიშნავს.
ღონისძიების ფარგლებში საგანმანათლებლო,კულტურული და სპორტული აქტივობების ჩატარება იგეგმება.
ამ წუთებში,რუსთავის მთავარი შემოსასვლელიდან ჯასაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ველოსიპედებით მსვლელობა იმართება. ველოტურის ფარგლებში მონაწილეები მთელ ქალაქს მოიცავენ. დანიშნულების ადგილი ცენტრალური პარკი იქნება.