ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქარელის გადასახვევთან.
სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია სატვირთოს მძღოლი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ,მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
შემთხვევის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.