ბოსტანქალაქის ქუჩაზე არქეოლოგიური სამუშაოები დასრულების ფაზაშია(+ფოტო)

ბოსტანქალაქის ქუჩაზე არქეოლოგიური სამუშაოები დასრულების ფაზაშია.

აღმოჩენილი სამაროვნები ადრეული პერიოდის ქრისტიანულ სამარხთა კატეგორიას განეკუთვნება. ამ ტერიტორიაზე მიწის ზედაპირული დათვალიერება გაგრძელდება, რადგან არსებობს ვარაუდი, რომ ქვის, კოლექტიურ სამარხთა კვალი ისევ აღმოჩნდეს. სამუშაოები იმით არის მნიშვნელოვანი, რომ როგორც წესი მე–4/მე–8 საუკუნის ქრისტიანულ სამაროვნები ნივთების სიმწირით გამოირჩევა, ხოლო ბოსტანქალაქის ქუჩაზე აღმოჩენილ სამარხებში არქეოლოგებმა სხვადასხვა დანიშნულების ნივთს მიაკვლიეს.
უმრავლესობა ტანისსამოსთან და თმასთან დაკავშირებული საკინძეებია, რომელთაც ძირითადად ბროწეულის ყვავილის ფორმა აქვთ. გვხვდება ფიბულები და სამაჯურებიც. ინვენტარი ისეთი ნახევრად ძვირფასი ქვებისგანაა დამზადებული, როგორიც მარჯანი, ლაჟვარდი და მინისებური პასტაა. აღმოჩენილი ნივთები რუსთავის ისტორიულ მუზეუმში ინახება და დამუშავებისთვის მზადაა.