ბოლნისის მუნიციპალიტეტს ევროკავშირისა და მერები ეკონომიკური ზრდისთვის სამდივნოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
სტუმრებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება” ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები მოინახულეს.
ევროკავშირისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით უკვე დასრულდა აგროცენტრის მშენებლობა, რომელიც ღვინის ჩამოსასხმელით, ყველისა და ბოსტნეულის შესაფუთი დანადგარებით იქნება აღჭურვილი.
სტუმრებისთვის, მუნიციპალიტეტის მერიაში პრეზენტაცია მოეწყო ბოლნისის ეკონომიკური შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ.
პროექტის ფარგლებში შეძენილი ღვინის ჩამოსასხმელი ხაზით ადგილობრივ საოჯახო მარანში ,,ლუკას მარანი“, სტუმრებმა სიმბოლურად ღვინო ჩამოასხეს და დააგემოვნეს.
საპატიო სტუმრებს მასპინძლეობა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მერმა დავით შერაზადიშვილმა გაუწია.