მკვლელობა სოფელ ხიდისყურში

სოფელ ხიდისყურში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მამკაცი საკუთარი სახლის ეზოში მოკლეს. დაჭრილია მამაკაცის მეუღლე, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მკვლელობაში შესაძლო ბრალდებული იდენტიფიცირებულია და მის დასაკავებლად ღონისძიებები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება, 108-ე და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო. რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.