მე დღეს აქ ვარ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი და დღეს აპირებთ თქვენ ჩემს დაჭერას, მაგრამ მე ვარ ამაყი და მე მაქვს ზეიმი, თქვენ – პანაშვიდი. – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ უმრავლესობის დეპუტატებს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე მსჯელობენ.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყებამდე განაცხადეს, რომ ნიკა მელიას თხოვნა იყო, არ დასწრებოდნენ დღევანდელ სხდომას.
სხდომაზე დეპუტატებმა ნიკა მელიას საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გენერალური პროკურატურის მოთხოვნის შემდეგ დადგა.