აკრობატიკის ფედერაციის პრეზიდენტი რუსთავში

ათი წლის შემდეგ რუსთავში აკრობატიკის ერთ-ერთი სახეობა- ბატუტზე ხტომა დაბრუნდა. 

რუსთავის ტანვარჯიშის სახეობათა სპორტულმა ცენტრმა  აკრობატიკის ფედერაციას უმასპინძლა. ფედერაციის დირექტორმა კონსტანტინე ლაშხმა  და გენერალურმა მდივანმა რუსთაველ სპორტსმენებს  ბატუტის ბადე აჩუქეს.

რუსთავში , ბატუტზე ხტომაში  ღია პირველობა გაიმართა, რომელსაც ოთხი კომპეტენტური წევრისგან  შემდგარი ჟიური აკვირდებოდა. პირველობაზე, 3 დან 10 წლამდე  30  ბავშვი მონაწილეობა. ღონისძიების დასასრულს  მონაწილეებს სიგელები გადაეცათ, ფედერაციის დირექტორმა გაწეული შრომისთვის  სიგელი მწვრთნელს ია ხოფერიასაც გადასცა.  დაჯილდოების ცერემოანში მონაწილეობა  სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი გეგი ლიპარტელიანმა მიიღო.