რუსთაველი მკლავჭიდელების წარმატება (+ფოტო)

რუსთაველმა მკლავჭიდელებმა  საბერძნეთში გამართულ  ევროპის ჩემპიონატზე 3 საპრიზო ადგილი დაიკავეს. 

ჩემპიონატში მონაწილეობას 2000-ზე მეტი მონაწილე იღებდა. რუსთაველმა სპორტსმენებმა გიორგი მელიქიშვილმა და მამუკა კიკაბიძემ  ოთხ-ოთხი შეხვედრა ჩაატარეს და ოქროსა და ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ. 
სპორტსმენები ოქტომბრის თვეში დაგეგმილი  მსოფლიო  ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც რუმინეთში გაიმართება.