ბოლნისს წელს კიდევ რამდენიმე ქვაფენილიანი ქუჩა შეემატება.
ქალაქ ბოლნისში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე მიმდინარე ქვაფენილის დაგების სამუშაოები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილის მოწყობა ივლისში დაიწყო და აგვისტოში დასრულდება.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.









