რუსთავის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება

21 ივლისს რუსთავის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება გარკვეული დროით შეეზღუდება. ამის შესახებ განცხადებას”რუსთავის წყალი” ავრცელებს.

ქ. რუსთავი, გრანელის ქ. N27-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 11:40-დან 17:40 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: გრანელის, ჩეხოვის, ჩაპაევის, გიორგაძისა და ბარნოვის ქუჩებს.