დღეს უკრაინის უმაღლეს რადაში რიგგარეშე არჩევნები იმართება.
არჩევნები შერეული, პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ტარდება და მასში 22 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. დეპუტატების 450 ადგილიდან ნახევარს ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში ირჩევენ, მეორე ნახევარს მრავალმანდატიან ოლქში. ქვეყანაში დაახლოებით 31 მილიონი ამომრჩეველია. საარჩევნო უბნები დილის 8 საათიდან გაიხსნა და 20.00 საათამდე ღია იქნება.
ვადამდელი არჩევნები პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ თანამდებობის დაკავებისთანავე დანიშნა. იურიდიული საფუძველი კი ის გახდა, რომ 2016 წლიდან რადაში საპარლამენტო კოალიცია აღარ არსებობდა. ეს გადაწყვეტილება დეპუტატებმა გაასაჩივრეს, თუმცა ერთთვიანი განხილვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა კანონიერად მიიჩნია.
არჩევნების მიმდინარეობის პროცესს 1719 დამკვირვებელი აკვირდება.