ხმაური საკრებულოს სხდომათა დარბაზში

რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა . კომისიის წევრები 2019 წლის ბიუჯეტში შესული ცვლილებების საკითხს განიხილავდნენ, რასაც დეპუტეტებს შორის კამათი მოჰყვა. კერძოდ, კი საკითხი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ვადაგადაცილებასა ეხებოდა. საუბარი შეეხო მშვიდობის ქუჩის საკითხს .
როგორც კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი ცვლილებების თანახმად ტრანსფერების საშუალებით გამოყოფილი 1 007 500 ლარი კოსტავას ქუჩის დარჩენილ ნაწილზე გზების რეაბილიტაციას მოხმარდება . ასევე ბაგა-ბაღებში ეკონომიებიდან გამოთავისუფლებული თანხები ,კერძოდ კი 44 000ლარი #27ფილიალის სააღმზრდელო ჯგუფის რეაბილიტაციისთვის განისაზღვრება . საკითხი შეეხო საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების ნაწილსაც ,რომლისთვისაც 10 000 ლარი დაიხარჯება .

საკითხი შემდეგი განხილვისთვის ბიუროს სხდომაზე გავიდა .