ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭოში ჩუსტები მიიტანა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დაწყებამდე საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჩუსტები მიიტანა. მიზეზად დოლიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დრო დაასახელა.

ანა დოლიძემ სხდომაზე განმარტა,რომ იუსტიციის საბჭო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას გვიანობამდე ატარებს და ამით შრომითი უფლებები ირღვევა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები გრძელდება. საბჭოს წევრები დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს, ლევან თევზაძეს, ილონა თოდუას და უჩა თოდუას მოუსმენენ.