,,თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილები პარლამენტის წინ შეკრებას მომდევნო დღეებშიც გეგმავენ

,,თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილები პარლამენტის წინ შეკრებას მომდევნო დღეებშიც გეგმავენ. აღნიშნულის შესახებ სიტყვით გამოსვლისას ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა. მან შეკრებილ აქციის მონაწილეებს კითხვით მიმართა, სურთ თუ არა, აქციის სხვა დროსაც გაგრძელება. თანხმობის მიღების შემდეგ, მათ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ აქცია მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, სასულიერო პირები და ლევან ვასაძის მხარდამჭერები ხვალ 18:00 საათზე შეიკრიბებიან.

ამასთან, ლევან ვასაძის მხარდამჭერები აქციაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მისვლას ითხოვენ.

“მობრძანდეს პარლამენტის თავმჯდომარე აქ და მოგცეს პირობა, რომ გაააუქმებს ანტიდისკრიმინაციულ კანონს”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.