რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება.
ირაკლი ტაბაღუა ქალაქ ინეგოლში ადგილობრივი ხელისუფლების მიწვევით რუსთავის საკრებულოს დეპუტატებთან, გრიგოლ ვეფხვაძესთან და გიორგი ტუხაშვილთან ერთად იმყოფება.
რუსთავის დელეგაციამ ინეგოლის თვითმმართველობის პირველ პირებთან შეხვედრები გამართა.
ირაკლი ტაბაღუა ინეგოლში არსებულ ავეჯისა და ტექსტილის წარმოებას გაეცნო, რომლითაც გამოირჩევა რეგიონი და აღნიშნული საწარმოების მფლობელებთან რუსთავში წარმოების გახსნის შესაძლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
რუსთავის მერმა შეხვედრები გამართა ქალაქ ბურსაში. ბურსის მერთან პირისპირ შეხვედრისას რუსთავსა და ბურსას შორის სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრეს, გამოცდილებების გაზიარებასა და აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
აღნიშნული ინფორმაცია,რუსთავის მერის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.