რუსთავში მამაკაცს გველმა უკბინა

რუსთავში, 40 წლამდე ასაკის მამაკაცს გველმა უკბინა. მამაკაცი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო, ქვეწარმავალი სახლის ეზოში დაიჭირა , რა დროსაც გიურზამ მას ხელზე უკბინა.რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრშ განაცხადეს, რომ გველმა მამაკაცს ხელზე ორჯერ უკბინა. მისი საავადმყოფოში გადაყვანა დროულად მოხდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში მოსახლეობას მოუწოდებენ ქვეწარმავლის ნახვის შემთხვევაში შესაბამის სამსახურში დარეკონ. ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში მუშაობს.