უქმეებზე მუშაობა და ზეგანაკვეთი, საათობრივი 50%-იანი დანამატით უნდა ანაზღაურდეს- ამას შრომის კოდექსში შესატანი საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიხედვით წესდება ლიმიტი – დასაქმებული არ შეიძლება კვირაში 6 დღეზე მეტს მუშაობდეს. გრეთვე იცვლება დასაქმებულთა შესვენებების რეგულირების წესიც. სამსახურებში სადაც სამუშაო დღის ხანგრძლივობა 4-დან 9 საათამდეა, შესვენებისთვის მინიმუმ 45 წუთი უნდა იყოს გამოყოფილი, 9 საათზე უფრო ხანგრძლივი სამუშაოებისთვის კი, შესვენება მინიმუმ 60 წუთს უნდა შეადგენდეს.
დასაქმებულისთვის სამუშაო დროის ხანგრძლივობა ზეგანაკვეთური სამუშაოს ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს. 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – 42, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 28 საათს.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულთათვის დამატებითი დასვენების დროის მიცემაზე.