შეხვედრა “შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონით დაწესებულ სიახლეებზე (+ფოტო)

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დაწესებული ცვლილებები- სასტუმრო რუსთავის საკონფერენციო დარბაზში ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონით დაწესებულ სიახლეებზე შეხვედრას მართავენ.

2019 წლის საგაზაფხულო სესიაზე საკანონმდებლო ორგანომ  ორგანული კანონი მიიღო  ,რომლის მიხედვითაც შრომის უსაფრთხოების მოქმედების არეალი შეუზღუდავი გახდა  და ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე  გავრცელდა,მათ შორის  საჯარო სექტორზე (2019 წლის 1 სექტემბრიდან).

მიმდინარე შეხვედრის, მთავარი განხილვის საკითხს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობა, კანონით განსაზღვრული ახალი მოთხოვნების შესახებ ინფორმირება და დაინტერესებულ მხარეებს შორის ინფორმაციის დახვეწა წარმოადგენს.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი,საქართველოს ბიზნესომბუდსმენი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის ,ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის წარმომადგენლები უძღვებიან.

ცვლილებების თანახმად, შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილი გახდა წინასწარი შეტყობინების გარეშე და სასამართლო ნებართვის გარეშე, დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეამოწმოს ინსპექციისადმი დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე .კანონში ეფექტური და დიფერენცირებული სანქციები დადგინდა, რომელთა მოცულობა 100 ლარიდან 50,000 ლარამდე მერყეობს, დარღვევისა ხარისხისა და შემოწმებული კომპანიის მოცულობის შესაბამისად.

მდგომარეობის კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ინსპექტორს ეძლევა სამუშაო პროცესის შეჩერების უფლებაც, რაც შემდგომში სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა დადასტურდეს.

შეხვედრას  ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესს ასოციაციების, კომპანიების, დეველოპერებისა და პროფკავშირების წარმომადგენლები ესწრებიან. აღნიშნული შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.