დოლაბაურის ქუჩაზე 16 წლის მუშის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ სამშენებლო კომპანიის დირექტორს შიშუ პალ ბურდაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის 30 ათას ლარიანი გირაოს გამოყენების თაობაზე. ბურდაკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას პროკურატურა ითხოვდა.
თავად ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს და აცხადებს, რომ
რომ მისთვის უცნობია, როგორ მოხვდნენ მუშები ობიექტზე, როცა მას არავითარი შეთანხმება არ ჰქონია სამუშაოების წარმოებაზე.
შეგახსენებთ, რომ დოლაბაურის ქუჩაზე ლიფტის დემონტაჟისას 16 წლის მუშა დაიღუპა.