მომღერალი თიკა ჯამბურია დააკავეს

თბილისში, თავისუფლების მოედანზე რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველებმა მომღერალი თიკა ჯამბურია დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მომღერალს პოლიცია არასწორი პარკირების გამო ადმინისტრაციულად აჯარიმებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომღერალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია თიკა ჯამბურიას დედაც.