გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 7 აგვისტოს 06:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში კოსტავას, რუსთაველის, მეგობრობის, ბათუმის, კლდიაშვილის, ბალანჩივაძის, შევჩენკოს და მიმდებარე ქუჩებზე, მე-17, მე-19, მე-12, მე-16, მე-18 მიკრორაიონებში.
13:10-დან 18:30 საათამდე – გარდაბანში აღმაშენებლის, სადგურის, რუხაძის, მუსტაფაევის, ვურგუნის და მიმდებარე ქუჩებს.
12:00-დან 18:00 საათამდე – ქ. ბოლნისში აღმაშენებელის, სულხან საბას, წმინდა ნინოს, ცურტაველის, ნიკო ნიკოლაძის და მიმდებარე ქუჩებს.
13:00-დან 18:30 საათამდე – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს შაუმიანი, ხიხანი, შულავერი, ქვემო სარალი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.









